ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა მინდელის შახტის ადმინისტრაციულ შენობაში მეშახტეებს ხვდება.
შეხვედრა დახურულ კარს მიღმა შახტის იმ თანამშრომლებთან მიმდინარეობს, რომლებიც აქციიდან სპეციალურად მინისტრთან შესახვედრად წამოვიდნენ.
ვიდრე მინისტრი შეხვედრაზე შევიდოდა, მან გაფიცულ მეშახტეებს უთხრა, რომ პრემიერისგან დავალებული აქვს, კომპანიასთან მოლაპარაკების დროს იყოს მაქსიმალურად მკაცრი.
"მადლობა რომ აქ დამხვდით. სპეციალურად ჩამოვედი და
დავალება მაქვს პრემიერ–მინისტრისგნ, რომ მოვნახოთ კარგი
გადაწყვეტილება. ორი რაღაც გვაინტერესებს: ხელფასები როდის იქნება
გასტუმრებული და როდის აღდგება მოპოვება. ჩვენ ამ
კითხვებზე მოვითხოვთ პასუხებს კომპანიისგან და ვართ გარანტორები
იმისა, რომ რაც ითქმება, უმკაცრესად მოვთხოვთ კომპანიას მათ
შესრულებას. დავალება მაქვს, რომ ვიპოვოთ ისეთი
გამოსავალი,რომელიც ყველა მხარისთვის იქნება მისაღები და პირველ რიგში
თქვენთვის. მე მოვთხოვ პასუხს ინვესტორებს და იმედი მაქვს მათი
გეგმა იქნება ძალიან დამაჯერებელი არსებულ პრობლემებთან
დაკავშირებით. ადამიანები შახტში უნდა ჩადიოდნენ არა
პროტესტის მიზნით, არამედ ნახშირის მოსაპოვებლად. მათ უნდა
ჰქონდეთ ღირსეული შრომის ანაზღაურება და უსაფრთხო
პირობები.",–განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა შეხვედრის
დაწყებამდე.
ტყიბულში აქცია 24 სექტემბერს დაიწყო. გაფიცული მეშახტეები ხელფასს ითხოვენ, რომელსაც შახტის 1000-მდე თანამშრომელი ელოდება. პროტესტის ნიშნად მეშახტების ნაწილი შახტში ჩავიდა.
50-მა მეშახტემ შიმშილობა დაიწყო, ხოლო დანარჩენი ტყიბულის
მერიის ადმინისტრაციული შენობის წინ იყო შეკრებილი.
კომპანია "საქნახშირის" დირექტორი ჯამბულ ჯაყელი 24 სექტემბერს შახტში
გაფიცულ თანამშრომლებს შეხვდა, თუმცა, ერთსაათიანი
შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა.
შახტის თანამშრომლები შეხვედრით უკმაყოფილო არიან და აცხადებენ, რომ
კომპანიის წარმომადგენლებისგან კონკრეტული პასუხები ვერ
მიიღეს.
ტყიბულში გაფიცულმა მეშახტეებმა გუშინვე
პრემიერ-მინისტრს სამ
პუნქტიანი მიმართვა გაუგზავნეს.
მიმართვის ტექსტში აქციის მინაწილეები გიორგი გახარიას შახტში
დასაქმებულთა მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაზე აწვდიან ინფორმაციას და
სასწრაფო რეაგირებისჯენ მოუწოდებენ. მეშახტეები მთავრობის მეთაურს
მოთხოვნების არდაკმაყოფილების შემთხვევაში პროტესტის რადიკალური
ფორმების გამოყენების შესახებაც აფრთხილებენ.
კომპანია "საქნახშირს" თანამშრომლების წინაშე ერთ მილიონ ლარამდე
დავალიანება აქვს.
მასალის გამოყენების პირობები