ტყიბულში საპროტესტო აქციები განახლდა.
გაფიცული მეშახტეები ეკონომიკის მინისტრს, ნათია თურნავას ელოდებიან, რომელიც ტყიბულში პრემიერის დავალებით უკვე გაემგზავრა. მინისტრთან ერთად, აქციის მონაწილეებთან შეხვედრაზე მივა ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი, ელგუჯა გოცირიძე.
"გაჩერებას არ ვაპირებთ, იმ ადამიანებს ველოდებით, რომლებმაც უნდა გაგვცენ კითხვებზე პასუხები", - ამბობს აქციის ერთ ერთი მონაწილე გიზო ბარბაქაძე.
ტყიბულში მესამე დღეა საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. მეშახტეები ხელფასის მიღების მოთხოვნით 24 სექტემბერს გაიფიცნენ. პროტესტის ნიშნად, შახტში იმყოფება და ამოსვლაზე უარს აცხადებს 50-მდე მეშახტე, რომლებიც უკვე სამი დღეა შიმშილობენ.
ტყიბულში აქცია 24 სექტემბერს დაიწყო. გაფიცული მეშახტეები ხელფასს ითხოვენ, რომელსაც შახტის 1000-მდე თანამშრომელი ელოდება. პროტესტის ნიშნად მეშახტების ნაწილი შახტში ჩავიდა.
50-მა მეშახტემ შიმშილობა დაიწყო, ხოლო დანარჩენი ტყიბულის
მერიის ადმინისტრაციული შენობის წინ იყო შეკრებილი.
კომპანია "საქნახშირის" დირექტორი ჯამბულ ჯაყელი 24 სექტემბერს შახტში
გაფიცულ თანამშრომლებს შეხვდა, თუმცა, ერთსაათიანი
შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა.
შახტის თანამშრომლები შეხვედრით უკმაყოფილო არიან და აცხადებენ, რომ
კომპანიის წარმომადგენლებისგან კონკრეტული პასუხები ვერ
მიიღეს.
ტყიბულში გაფიცულმა მეშახტეებმა გუშინვე
პრემიერ-მინისტრს სამ
პუნქტიანი მიმართვა გაუგზავნეს.
მიმართვის ტექსტში აქციის მინაწილეები გიორგი გახარიას შახტში
დასაქმებულთა მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაზე აწვდიან ინფორმაციას და
სასწრაფო რეაგირებისჯენ მოუწოდებენ. მეშახტეები მთავრობის მეთაურს
მოთხოვნების არდაკმაყოფილების შემთხვევაში პროტესტის რადიკალური
ფორმების გამოყენების შესახებაც აფრთხილებენ.
კომპანია "საქნახშირს" თანამშრომლების წინაშე ერთ მილიონ ლარამდე
დავალიანება აქვს.
მასალის გამოყენების პირობები