ქუთაისის მერის, გიორგი ჭიღვარიას თქმით, „ტორპედოსთვის“ ახალი ინვესტორის მოძიებაზე მუშაობა დაწყებულია. პარალელურად, მერიამ ყოფილი ინვესტორის წინააღმდეგ საქმე სასამართლოში შეიტანა.
„ტორპედოსთან“ დაკავშირებით ვმუშაობთ ორი მიმართულებით. ერთი ეს
არის სასამართლო, პარალელურად კი ვმუშაობთ ახალი
ინვესტორის მოძიებაზე. ფეხბურთელებს ერთი თვის ხელფასი უკვე
ჩაერიცხათ. ფედერაციასთან ერთად მაქსიმალურს ვაკეთებთ იმისთვის,
რომ „ტორპედო“ იყოს ერთ-ერთი წარმატებული გუნდი საქართველოში“, -
განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.
ბაღდათი-კურორტი საირმეს მონაკვეთზე, 10 აპრილიდან 10 მაისამდე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა ყოველდღიურად შეიზღუდება.
მასალის გამოყენების პირობები