ქუთაისის საკრებულოს ოპოზიცია სამთვიან ბოიკოტს, სავარაუდოდ, შეწყვეტს და სხდომებზე დაბრუნდება.
„რასაც ვუყურებ, სხდომები ძალიან მოსაწყენია. შეკითხვებიც არ
ისმება დეპუტატების მხრიდან. ოპოზიციას ბევრი მნიშვნელოვანი საკითხის
წამოწევა და გააქტიურება შეუძლია“, - ამბობს მერაბ
მეშველიანი.
დაბრუნდებიან თუ არა „ევროპული საქართველოს“ დეპუტატები სხდომებზე,“ პარტიის ქუთაისის ორგანიზაცია გადაწყვეტილების გახმოვანებას 20 სექტემბერს დაგეგმილი აქციის შემდეგ გეგმავს.
სხდომებს, სავარაუდოდ, დაუბრუნდება „ნაციონალური მოძრაობაც“.
ფრაქციის თავმჯდომარე, გიგა შუშანია უკვე დაესწრო ჯანდაცვის
კომისიის სხდომას.
ქუთაისის საკრებულოს ხუთმა დეპუტატმა საკრებულოს მუშაობას ბოიკოტი 20 ივნისის აქციის დარბევის შემდეგ გამოუცხადა. ოპოზიცია აცხადებდა, რომ მმართველ გუნდთან ერთად მანამდე არ იმუშავებდნენ, ვიდრე ყოფილი შსს მინისტრი, გიორგი გახარია თანამდებობიდან არ გადადგებოდა.
მასალის გამოყენების პირობები