ხარაგაულში, სოფელ ნადაბურში კრაზანას ნაკბენით 68 წლის ბადრი გელაშვილი გარდაიცვალა.
"კრაზანების ბუდე სახლშია გაკეთებული. იქვე იყო, როდესაც არტერიაზე უკბინა და მალევე გარდაიცვალა. გული აწუხებდა და ხშირად ავადმყოფობდა" - ამბობენ ადგილობრივები.
შემთხვევა გუშინ შუადღეზე მოხდა.
კრაზანას კბენისგან გარდაცვალების შემთხვევა ორი თვის წინ ზესტაფონშიც დაფიქსირდა. კრაზანამ მაშინ ორი ადამიანს სოკოს კრეფის დროს უკბინა.ბაღდათი-კურორტი საირმეს მონაკვეთზე, 10 აპრილიდან 10 მაისამდე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა ყოველდღიურად შეიზღუდება.
მასალის გამოყენების პირობები