სკოლებში სწავლის პროცესის დაწყებამდე 10 დღით ადრე ქუთაისის საჯარო სკოლებში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.
ქუთაისის N 15 საჯარო
სკოლაში წესრიგდება გარე ფასადი
N 19 საჯარო სკოლაში სრული
რემონტი უტარდება სველ წერტილებს, წესრიგდება გარე ფასადი და
სახურავი
N12 საჯარო სკოლაში მიმდინარეობს გარე ფასადის
შეღებვა
N 38 სკოლაში ეწყობა ორი სართულის დერეფანი,
სახურავი და სველი წერტილები
სამთავრობო განკარგულებით ქუთაისის სკოლებისთვის რეკონსტრუქციისთვის
2 მილიონი გამოიყო.
სკოლებში სამუშაოების შესყიდვაზე კი ტენდერი ქუთაისის მერიამ
გამოაცხადა, სადაც განმარტავენ, რომ თანხების გამოყოფა გვიან მოხდა,
რამაც თავის მხრივ სახელმწიფო შესყიდვის გვიან გამოცხადება
განაპირობა. თუმცა, ირწმუნებიან, რომ სარემონტო სამუშაოები 10
სექტემბრისთვის დასრულდება.
ქუთაისში სულ 38 საჯარო სკოლაა.
სკოლებში სასწავლო პროცესი 16 სექტმბერს განახლდება.
ბაღდათი-კურორტი საირმეს მონაკვეთზე, 10 აპრილიდან 10 მაისამდე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა ყოველდღიურად შეიზღუდება.
მასალის გამოყენების პირობები