ქუთაის-გაენათის ეპარქიის დროებით მმართველად, ქუთაისიპოსტის
ინფორმაციით, რუსთავის მიტროპოლიტი, იოანე გამრეკელი დაინიშნა.
მიტროპოლიტი ეპარქიას მანამდე უხელმძღვანელებს, ვიდრე წმინდა სინოდი
ახალ მმართველს დაასახელებს. ინფორმაციას ადასტურებენ
ეპარქიაშიც.
მიტროპოლიტი იოანე გამრეკელი 2014 წელს გამოცემულ
საზოგადოებრივ-სამეცნიერო ჟურნალში "სამი საუნჯე" პრორუსულ და
ანტიდასავლურ წერილებს აქვეყნებს, რომლიდანაც რამდენიმე ამონარიდს
უცვლელად გთავაზობთ:
"სამწუხაროდ, ვრცელდება მოარული შეხედულება, რომ რუსებმა შურის გამო
გადაათეთრეს ჩვენი ტაძრები და ქართულ ენაზე წირვა-ლოცვა აკრძალეს. ეს
განცხადება ვიღაცამ ოდესღაც გაავრცელა და ბევრმა აიტაცა ისე, რომ არც
გაანალიზა, რაში იყო საქმე".
ქუთაის-გაენათის ეპარქიაში დანიშნული დროებითი
მმართველის პრორუსული ხედვები.
ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი მეუფე კალისტრატე 20
ივნისს, მძიმე ავადმყოფობის შედეგად 80 წლის ასაკში
გარდაიცვალა.
კალისტრატეს 23 ივნისს, მისივე ანდერძის თანახმად,
ბაგრატის ტაძარში დაკრძალავენ.
მასალის გამოყენების პირობები