მეუფე ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა. 10 დღის წინ მან მძიმე ოპერაცია გადაიტანა.
ქუთაის-გაენათის ეპარქიამ მეუფის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ინფორმაცია ფოტოსთან ერთად ბოლოს 10 ივნისს გაავრცელა. კლინიკაში გადაღებულ ფოტოზე მეუფე კალისტრატე მამა იოსებ ბურჯანაძეს არქიმანდრიტის ხარისხით აჯილდოვებს.
ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი, მეუფე კალისტრატე (მარგალიტაშვილი) 1938 წლის 20 ოქტომბერს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში დაიბადა. 1982 წლიდან ბეთანიის მონასტრის მორჩილია. ამავე წელს აღიკვეცა ბერად. 1983 წლის აპრილიდან დაინიშნა ალავერდის ჯვართამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვრად, რამოდენიმე თვეში აკურთხეს ეპისკოპოსად.
სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქის
უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ისა და
წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით დაინიშნა ქუთაის-გაენათის
ეპარქიის მმართველად.
მასალის გამოყენების პირობები