თეთრ ხიდზე მინა, წინასწარი შეტყობით, განზრახ არის დაზიანებული.
ამის შესახებ მერიის ზედხედველობის სამსახურის უფროსის
მოვალეობის შემსრულებელი ნუგზარ ხუციბერიძე განმარტავს. მისი
თქმით, უკვე გაეცნენ ადგილზე არსებულ მდგომაროებას და ჩანს, მინა
მძიმე საგნით არის დაზიანებული. მისი თქმით, მასალები პოლიციას
გადაეგზავნა.
"თეთრ ხიდზე დაზიანდა პანორამული მინა, რომელიც ყველა ვარაუდით
დაზიანებულია განზრახ, რადგან არსებობს კვალი, სავარაუდოდ მძიმე
მეტალის საგანია ჩარტყმული. მინა არის ბრონირებული და საკმაოდ გამძლე
და სავარაუდოდ გვიან ღამით ან გამთენიისას მოხდა დაზიანება. ღამის
საათებში ტურისტები და ახალგაზრდები მოძრაობენ და სეირნობენ. მინა
გადაღებული და დასურათებულია ჩვენი სამსახურის მხრიდან, ჩვენი
კომპეტენციის ფარგლებში შედგენილია ყველა დოკუმენტური მასალა და
გადაიგზავნა პოლიციის შესაბამის განყოფილებაში, დაიწყო მოკვლევა და
გამოძიების შემდეგ გაირკვევა დეტალები. ამ შემთხვევაში პირდაპირ ჩანს
მეტალის ჩარტყმის ადგილი, რომელიც ჩაღრმავებულია და შემდეგ არის
ბზარები გაჩენილი. ეს არის ბნონირებული მინა რომელიც საკმაოდ დიდ
დარტყმას და დატვირთვას უძლებს", - განმარტავს
ხუციბერიძე.
ის არ იზიარებს, მოსაზრებას, რომ ხიდზე მინა უხარისხოდ შესრულებული
სამუშაოების გამო დაზიანდა. მისი თქმით, ხიდზე მოქალქეები აქტიურად
მოძრაობენ და საფრხეს არ წარმოდგენს.
მისივე განმარტებით, ხიდზე სამუშაოები დღესვე დაიწყება და რამდენიმე
დღეში მინა შეიცვლება.
თეთრი ხიდი 2018 წლის 3 ნოემბერს საზეიმოდ გაიხსნა, თუმცა, გახნსიდან
ორ დღეში ხიდზე რკინის ფილა ქარმა დააზიანა.
ქუთაისის მერიამ "ალმა რუსს", რომელმაც ხიდის რეაბილიტაცია
განახორციელა, სამუშაოების უხარისხოდ შესრულების გამო ხელშეკრულება
გაუწყვიტა.
ამავე თემაზე:
თეთრ ხიდზე მინა დაზიანდა
"ხიდი ბავშვებმა დააზიანეს" – მერიის ზედამხედველობის სამსახური
გამოძიების შედეგებზე
მასალის გამოყენების პირობები