ახლადრეაბილიტირებულ თეთრ ხიდზე ერთ-ერთ მინის ფილას ბზარები გაუჩნდა.
ადგილობრივები ამბობენ, რომ ხიდზე გადაადგილება
საფრთხისშემცველია და მერიას რეაგირებისკენ მოუწოდებენ.
ადგილზე მივიდნენ არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლიას"
წარმომადგენლები, რომლებმაც დაზიანებული ხიდის ფილაზე სტიკერი
წარწერით "ფრთხილად სახიფათოა" გააკრეს.
ქუთაისის მერიაში განმარტავენ, რომ ამ წუთებში დეტალებს არკვევენ.
ფაქტს კი შესასწავლად სამართალდამცავ ორგანოებს გადასცემენ. მერიაში
არ გამორიცხავენ, რომ ადგილი ვანდალურ ფაქტს ჰქონდეს.
თეთრი ხიდი მიმდინარე წლის 3 ნოემბერს საზეიმოდ გაიხსნა, თუმცა,
გახნსიდან ორ დღეში ხიდზე რკინის ფილა ქარმა დააზიანა.
ქუთაისის მერიამ "ალმა რუსს", რომელმაც ხიდის
რეაბილიტაცია განახორციელა, სამუშაოების უხარისხოდ შესრულების
გამო ხელშეკრულება გაუწყვიტა.
ქალაქის მერმა კი წლის შემაჯამებელ შეხვედრაზე განაცხადა, რომ ხიდზე
არსებული ხარვეზების გამოსასწორებლად
ტენდერი გამოცხადდება.
მასალის გამოყენების პირობები