ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე, 20 ივნისს, ელექტრომობილების
პრეზენტაცია და ელექტრონული მუსიკის კონცერტი გაიმართება.
ღონისძიებისთვის სცენის მონტაჟი უკვე დაწყებულია.
როგორც ადგილზე მომუშავეებმა გვითხრეს, პრეზენტაციას
პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძეც დაესწრება.
ქუთაისში ელექტრომობილების მწარმოებელი ქარხნის მშენებლობის შესახებ
მამუკა ბახტაძემ მიმდინარე წლის 6 აპრილს
დააანონსა. მაშინ მან განაცხადა, რომ საქართველოში
წარმოებული ელექტრომობილები, წარწერით made in Georgia, იქნება
მთავარი საექსპორტო პროდუქტი ევროპის ბაზარზე საქართველოდან.
მასალის გამოყენების პირობები