ქუთაისში „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებზე იმსჯელეს.
ცვლილების მიხედვით, შრომის ისნპექტორს წინასწარი გაფრთხილების
გარეშე უფლება ეძლევა ნებისმიერ დროს შეამოწმოს ინსპექტირებას
დაქვემდებარებული ნებისმიერი საწარმო. მას ამისთვის არც სასამართლოს
ნებართვა დასჭირდება.
კანონში შეტანილი ცვლილებები დამსაქმებლებს, არასამთავრობო
ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და დაინეტრესებულ პირებს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა და დევნილთა
სამინისტროს შრომის ინსპექციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ბექა
ფერაძემ გააცნეს.
დიმიტრი ცქიტიშვილის თქმით, სწორედ იმიტომ, რომ მეწარმემ შრომის
ინსპექტორი რერპესიულ მექანიზმად არ აღიქვას, ამიტომ შემუშავებლი იქნა
სანქციების სამ ეტაპიანი სისტემა.
„მეწარმემ ინსპექტორში დამყაჩაღებელი არ უნდა დაინახოს. მას არ
უნდა ჩამოუყალიბდეს განწყობა, რომ ეს არის რესპრესიული
მექანიზმი. ამიტომ, ჩვენ შევქმენით დაჯარიმების სამი პუნქტი:
გაფრთხილება, დაჯარიმება და ყველაზე მძიმე სანქცია საწარმოო პროცესის
შეჩერება, თუმცა, ეს მოხდება კრიტიკული შეუსაბამობის გამოვლენის
შემთხვევაში“,-განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.
მისი თქმით, კანონის ეფექტური მუშაობა თავიდან აგვაცილებს სამუშაო
ადგილებზე გახშირებულ უბედურ შემთხვევებსაც.
„შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტმა 2018 წლის
საგაზაფხულო სესაიზე დაამტკიცა. კანონში შეტანილი ცვლილებები
მიდმინარე წლის 1 სექტემბრიდან უნდა ამოქმედდეს.
მასალის გამოყენების პირობები