"ტორპედოს" მეპატრონე, ზაალ ჩაჩავა კლუბში რეორგანიზაციას და სახელფასო ფონდის შემცირებას აანონსებს.
მისი თქმით, ქუთაისური კლუბი ერთადერთი იყო, სადაც სხვა გუნდებთან
შედარებით სპორტსმენებს 3-4-ჯერ მაღალი ხელფასი ჰქონდათ, თუმცა,
ფეხბურთელების ნაწილმა ეს ვერ დაინახა.
კლუბის პრეზიდენტი არ მალავს, რომ განაწყნებულია იმ ფეხბურთელებზე, რომლებმაც კლუბის პრობლემები სააშკაროზე გამოიტანეს. ჩაჩავა არც იმას უარყოფს, რომ რეორგანიზაციის ერთ-ერთი მიზეზი ფეხბურთელების პროტესტი გახდა.
ჩაჩავას თქმით, კლუბში მისი შეძენიდან დღემდე 12 მილიონამდე ლარის
ინვესტიცია განახორციელა. სახელშეკრულებო ვალდებულებებს კი
გადაჭარბებით ასრულებდა.
ზაალ ჩაჩავამ, რომელმაც „ტორპედო“ 2017 წელს აუქციონზე შეისყიდა,
რამდენიმე დღის წინ
განაცხადა,რომ გუნდში ფინანსური პრობლემებია, რის გამოც,
შესაძლოა, უარი თქვას კლუბის ინვესტირებაზე.
მან კლუბში შექმნილი პრობლემები ჩინური კომპანიის მიერ
კლუბთან გაფორმებული ხელშეკრულების გაწყვეტით ახსნა. მისი
თქმით, „ჰუალინგ ჯგუფმა“ დაფინანსებაზე უარი განაცხადა.
ჩაჩავამ ქუთაისის „ტორპედო“ ერთხელ უკვე დატოვა.
2016 წელს ჩაჩავა, რომელიც "ტორპედოს" პრეზიდენტად შვიდი
თვის დანიშნული
იყო, კლუბიდან წავიდა. მაშინ გუნდი ჯერ კიდევ მერიის საკუთრებაში
იყო, ჩაჩავა კი კლუბში სწორედ ინვესტიციის ჩადების პირობით მოვიდა,
თუმცა, ქუთაისის მაშინდელ ხელისუფლებასთან შეთანხმება ვერ
მოახერხა.
ქუთაისის მერიამ მალევე "ტორპედო" აუქციონზე
გაიტანა და მისი მფლობელი ჩაჩავა უკვე ოფიციალურად გახდა.
სამი წლის შემდეგ ქუთაისური კლუბი, შესაძლოა, კვლავ
ინვესტორის გარეშე დარჩეს.
მასალის გამოყენების პირობები