ახალი ამბები
ქუთაისის ოპერის თეატრი სავალალო მდგომარეობაშია (ფოტო)
FaceBook

ქუთაისის ოპერის თეატრი, რომელსაც სულ მალე 50 წელი უსრულდება, სავალალო მდგომარეობაშია.


სრულადაა ამორტიზებული  შესასვლელი და სალარო. სცენაზე წყალი ჩამოდის. დაზიანებულია ჭერი და  იატაკი.  მძიმე მდგომარეობაა შენობის პირველ  სართულზე. ცენტრალურ შესასვლელში ჩამოხეულია შპალერი  და  დაბზარულია კედლები.


ნესტისგან ზიანდება ახლადრეაბილიტირებული საგრიმიორო ოთახებიც.


ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, ირინა ლომინაძე ამბობს, რომ შენობის კაპიტალურ რემონტს  ყველაზე მცირე 5 მილიონი ლარი სჭირდება.

„სცენაზეც კი  ჩამოდის წყალი. სახურავზე რომ ავედით, ვნახეთ, რომ ცელოფანი ყოფილა გადაჭიმული და ამ ცელოფანზე გროვდება წვიმის წყალი.   ახლა იქ იმდენი წყალია დაგროვილი, თუ სახანძრო არ გამოვიძახეთ და არ ამოვტუმბეთ, რომ გასკდეს, მთლიანად გაანადგურებს შენობას. სავალალო მდგომარეობაშია სალარო, ნესტია პირველ სართულზე. ამ  პრობლემების მოგვარებას  5 მილიონი  მაინც სჭირდება“,-ამბობს ირინა ლომინაძე.


5 მილიონის ნაცვლად ოპერის თეატრს სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის მხოლოდ 50 000 ლარი აქვს, რომელიც  ქუთაისის მერიამ ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოუყო, თუმცა, იმის გამო, რომ შენობა არც ერთი უწყების ბალანსზე არ არის, თანხის ათვისება ვერ ხერხდება.


თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ამბობს, რომ ეკონომიკის სამინისტროში  შესაბამისი პროცედურები დაწყებულია და შენობა ოპერის თეატრს  უნდა გადაეცეს.


მისი თქმით, მერიის მიერ გამოყოფილი თანხა  თეატრს პრობლემებს დროებით მოუგვარებს.


„როცა ეს მოხდება, ამ თანხით  ვაპირებთ სალაროს გარემონტებას. რაც შეეხება შესასვლელს, მოვიფიქრეთ, რომ  თეატრის საარქივო მასალებიდან ამოვიღოთ ფოტოები, გავადიდოთ, გავუკეთოთ ერთნაირი ჩარჩოები და დავკიდოთ კედლებზე, რომ დროებით მაინც დავფაროთ ეს დაზიანებები,  ვიდრე  კაპიტალური რემონტი გაკეთდება“,-ამბობს ირინა ლომინაძე.


კაპიტალური რემონტის მოლოდინი სამხატვრო ხელმძღვანელს წლის ბოლომდე არ აქვს და იმედს გამოთქვამს, რომ მომავალი წლის ზაფხულზე კულტურის სამინისტრო ფინანსების მობილიზებას შეძლებს.


თეატრს აქვს ინსტურუმენტების პრობლემაც. უხარისხოა სცენის განათებაც. სამხატვრო ხელმძღვანელის თქმით,  ინსტრუმენტების ნაწილს ყიდულობენ, თუმცა, განათების ხარისხი კვლავ პრობლემად რჩება.


ქუთაისის ოპერის თეატრს  მასშტაბური რეაბილიტაცია  2010 წელს ჩაუტარდა, რისთვისაც 4 800 000 ლარი დაიხარჯა, თუმცა, გახსნიდან მალევე შენობაში წაყლი ჩამოვიდა.


თეატრში შედარებით მცირე სამუშაოები  2016 წელს განხორციელდა. მოწესრიგდა ჰოლი და სველი წერტილები. მოგვიანებით კი გარემონტდა საგრიმიორო ოთახები.


უკვე წლებია დაზიანებულია  შენობის ფასადიც, რომლის მდგომარეობაც წლიდან წლამდე უარესდება.


შენობაზე ამ დრომდე არ არის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტი, რის გამოც ის არც ერთი უწყების ბალანსზე არ ირიცხება.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.