კიბეები, გრანიტის ფილებითა და რკინის მოაჯირებით მოეწყობა, ასევე დამონტაჟდება განათებები.
ქუთაისში ბაგრატის ტაძრისკენ მიმავალი კიბეების რეაბილიტაცია წლის ბოლომდე იგეგმება.
როგორც ქუთაისის მერიაში განმარტავენ, რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, ასევე, დაგეგმილია ვაჟა ფშაველას ქუჩაზე მიმავალი კიბეების სრული რეაბილიტაცია. მერიიდან მიღებული ინფორმაციით, აღნიშნული კიბეები, გრანიტის ფილებითა და რკინის მოაჯირებით მოეწყობა, ასევე დამონტაჟდება განათებები.
ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურში ამბობენ, რომ ბაგრატის ტაძრისკენ მიმავალი კიბეების რეაბილიტაციისთვის 55 000 ლარი, ხოლო ვაჟა ფშაველას ქუჩაზე მიმავალი კიბეების რეაბილიტაციისთვის 262 000 ლარი დაიხარჯება. სამუშაოებისთვის ტენდერი ჯერ გამოცხადებული არ არის.
"კიბეები საჭიროებს რეაბილიტაციას, ასევე, ტურისტების ნაკადი ხშირად სარგებლობს ამ კიბეებით, ამიტომ აუცილებელია ინფრასტრუქტურა გამართული იყოს, "- ამბობს ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი მალხაზ ბასილაძე.
ანა ჯანაშია
მასალის გამოყენების პირობები