"დატოვე პარლამენტი ქუთაისში" – ამ ლოზუნგით
ქუთაისში ცნობილი ადამიანების პლაკატები გამოჩნდა.
ქუთაისში პარლამენტის დატოვებას ტიციან ტაბიძის, ნიკო
ნიკოლაძის, დავით კაკაბაძის, ექვთიმე თაყაშივილის, ნიკო მარის და
სხვების პოსტერებით მოითხოვენ.
პოსტერების ავტორი მხატვარი ლევან ვეკუაა.
მოძრაობის "დატოვე პარლამენტი ქუთაისში" წარმომადგენლების თქმით,
პლაკატზე გამოსახული ადამიანები პარლამენტის ქუთაისში დატოვებას
აუცილებლად მოითხოვდნენ.
2019 წლის ხუთ თებერვალს საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტის
საგაზაფხულო სესია თბილისში გაიხსნა და 2012 წლის
შემდეგ საკანონმდებლო ორგანო მუშაობას თბილისში
აგრძელებს. თუმცა, სამოქალაქო მოძრაობა
"დატოვე პარლამენტი ქუთაისში" ბრძოლას არ წყვეტს და
პარლამენტის ქუთაისში დასაბრუნებლად იბრძვის.
პარლამენტარიზმის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, რომელიც 12
მარტსაა, იგივე მოთხოვნებით დიდი საპროტესტო აქცია გაიმართება.
მოძრაობის წარმომადგენლები პოლიტიკური პარტიების შემოერთებისგან თავს
იკავებდნენ, თუმცა ღია არიან იმ პარტიებთან სათანამშრომლოდ, რომელთა
ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, პარლამენტის ადგილმდებარეობა
ქუთაისი იქნება.
"უფრო მეტიც, მათ ამ ქალაქში ვერ უნდა შეძლონ წარმატებული საარჩევნო
კამპანიის ჩატარება ამ მკაფიო მესიჯის გარეშე. ნელ-ნელა ქუთაისიდან
წაიღეს სემეკი, კონტროლის პალატა, საგზაო დეპარტამენტი. პარლამენტი
იყო წითელი ხაზი. მე ვთვლი, რომ ეს არის პროვინციული პოლიტიკა
პროვინციების მიმართ", - ამბობს მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი,
ჟურნალისტი ეკა ფხაკაძე.
მასალის გამოყენების პირობები