აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით ქუთაისის მერია სხვადასხვა
კატეგორიის ბენეფიციარებისთვის სააღდგომო ნობათების დაარიგებს.
საამისოდ მერია 60 ათასი ლარის ღირებულების ტენდერს აცხადებს.
სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებულია, რომ "მიმწოდებელი" ვალდებულია
უზრუნველყოს სურსათის დაპაკეტება და დარიგება მის მიერ შერჩეული
შენობიდან.
ნობათში მოთავსებული პროდუქტების ვარგისიანობის ვადა მიწოდების ვადას
უნდა აღემატებოდეს მინიმუმ 20 (ოცი) კალენდარული დღით.
ნობათი უნდა შეიცავდეს შემდეგ პროდუქტებს: გაყინული ქათამი,
შედედებული რძე, შაქარი, ზეთი, შოკოლადის კანფეტი, მაიონეზი, კარაქი
კვერცხი, პურის ფქვილი, პასკა.
ნობათები 1875 ბენეფიციარზე უნდა განაწილდეს.
ნობათების შესაძენად მერიამ 12018 წელს 49 980 ხოლო 2017 წელს
77030. ლარი დახარჯა.
მასალის გამოყენების პირობები