ახალი ამბები
რა წერია ექსპერტიზის დასკვნაში, რომელიც საავადმყოფოში გარდაცვლილის ოჯახმა მიიღო
FaceBook
ქუთაისში, ინფექციურ საავადმყოფოში, ერთი წლის წინ, 64 წლის ბადრი ლაფერაძის ოპერაციის დროს გარდაცვალების მიზეზი გულის იშემიური დაავადება იყო.
ასეთია სამედიცინო  ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც გარდაცვლილის ოჯახმა ცოტა ხნის წინ მიიღო.  

"გულის იშემიური დაავადების მქონე პაციენტს როგორ ჩაუტარეს ოპერაცია? ეს ვერ გავიგე მე. გამოძიებაშია ისევ ეს საქმე. ექსპერტიზამ კი დადო დასკვნა, მაგრამ დამატებით ექიმები უნდა შეიკრიბონ და განიხილონ, რამდენად შეიძლებოდა ასეთი დაავადების მქონე ადამიანისთვის ოპერაციის ჩატარება", - ამბობს გარდაცვლილის შვილი, დავით ლაფერაძე. 

ქუთაისში მცხოვრები ლაფერაძეების ოჯახი პაციენტის გარდაცვალების მიზეზების დასადგენად ექსტერტიზის დასკვნას, გასული წლის მარტის შუა რიცხვებიდან, ელოდებოდა.

2018 წლის 31 იანვარს 64 წლის ბადრი ლაფერაძე მოულოდნელად, ოპერაციის დროს გარდაიცვალა. ოჯახის მტკიცებით, ექიმებმა გარანტია მისცეს, რომ ოპერაცია გართულებების გარეშე დასრულდებოდა. პაციენტი ქუთაისის ონკოლოგიურ საავადმყოფოში ავთვისებიანი სიმსივნის მეორე სტადიით მიიყვანეს. დავით ლაფერაძის თქმით, ექიმებმა გარდაცვალების მიზეზად ოპერაციის დასრულების შემდეგ, გულის პრობლემა დაასახელეს. 

ქუთაისის ონკოლოგიურ საავადმყოფოში განმარტავენ, რომ პაცინეტი შარდის ბუშტის ავთისებიანი სიმსივნით შეიყვანეს. კლინიკური ჩვენებით უტარდებოდა ოპერაცია, რადიკალური ცისტექტომია. ოპერაციის მსვლელობის დროს მოხდა გულის გაჩერება. ჩატარებული რეანიმაციული ღონისძიებების მიუხედავად კი გულის მუშაობის აღდგენა ვერ მოხერხდა. 


ამავე თემაზე:

ქუთაისში პაციენტის გარდაცვალების გამო საავადმყოფოს უჩივიან

ქუთაისის ონკოლოგიურ საავადმყოფოში გარდაცვლილ პაციენტზე კომენტარს აკეთებენ
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.