ახალი ამბები
ავტომანქანებიდან აკუმულატორებისა და საბურავების მოპარვის ფაქტზე ძმები დააკავეს
FaceBook
იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1996 წელს დაბადებული, წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი ჯ. ი. და მისი ძმა - 1994 წელს დაბადებული ბ. ი. ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებმა მიმდინარე წლის 29 იანვარს სამტრედიაში, ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე მდგარი, მოქალაქის კუთვნილი ავტომანქანიდან აკუმულატორი, ხუთი საბურავი და სხვდასხვა ხელსაწყო, ხოლო ქუთაისში, რუსთაველის ქუჩაზე მცხოვრები მოქალაქის ავტომანქანიდან ერთი საბურავი მოიპარეს.

პოლიციამ, დაკავებულების საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, მოპარული ნივთები ნივთმტკიცების სახით ამოიღო. ორივე ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

სამართალდამცველებმა 2002 წელს დაბადებული ლ. კ. კი ქუთაისში ჩადენილ ქურდობის ფაქტზე ამხილეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ არასრულწლოვანმა მიმდინარე წლის 27 იანვარს, ღამით, სუპერმარკეტი „ფემილის“ ორი ფილიალი გაქურდა.

ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ასევე ქურდობის ბრალდებით დააკავეს 1966 წელს დაბადებული, წარსულში ქურდობისა და ძარცვისთვის ნასამართლები ა. ა., რომელმაც ქუთაისში, ი. ჭავჭავაძის გამზირზე, ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელი ბინა გაქურდა.

პოლიციამ მოპარული ნივთები: სანადირო თოფი, ჭოგრიტი, სამონადირეო დანები ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

ქურდობის ფაქტებზე გამოძიება, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მიმდინარეობს.დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
25 ნოემბერს, როცა
17:21 / 22.11.2024
25 ნოემბერს, როცა "ქართული ოცნება" ახალი პარლამენტის ლეგიტიმაციის ცნობას გეგმავს, საპროტესტო აქცია გაიმართება საკანონმდებლო ორგანოს უკან.
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე
სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.
15:01 / 22.11.2024
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.