ქუთაისის მერის მრჩეველთა საბჭოდან, შესაძლოა, ხუთი წევრი გაიწვიონ.
საუბარია იმ წევრებზე, რომლებიც სხდომების უმრავლესობას არ ესწრება.
ესენია: ალექსანდრე ჩინჩალაძე; შოთა გვენეტაძე; დიმიტრი კვანტალიანი;
ქართლოს კუტივაძე და ამბერკი დვალიშვილი.
საბჭოს წევრებმა საკითხზე დღეს იმსჯელეს და მიიღეს გადაწყვეტლება
შესაბამისი რეკომენდაციის მომზადების შესახებ, რომელიც
ქალაქის მერს გადაეგზავნება. საბოლოო გადწყვეტილება საბჭოდან წევრების
გაწვევის შესახებ, გიორგი ჭიღვარიამ უნდა მიიღოს.
საბჭოს დატოვების შესახებ განცხადება უკვე გააკეთა ბიზნესმენმა
ამბერკი დვალიშვილმა, თუმცა, ოფიციალურად ის ჯერ კიდევ საბჭოს წევრად
რჩება. უკვე ცნობილია, რომ საბჭოს შემადგენლობაში შევა მწერალი ლია
გვენეტაძე.
მერის მრჩეველთა საბჭოს რიგით მეცხრე სხდომაზე, წევრების
გაწვევასთან ერთად იმსჯელეს თეთრ ხიდზე სტიკერების წარწერით
"სახიფათოა " გაკვრის გამო, არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა
ჩვენი სახლიას " წევრის, გია გოქაძის დაჯარიმებაზე. ასევე, ქალაქის
მერის მიერ პრესკონფერენციების გამართვის საჭიროებაზე, რაზეც, საბჭოს
წევრებს ერთიანი პოზიცია არ აღმოაჩნდათ და საკითხის
განხილვა გადაიდო.
სხდომას ქუთაისის მერი არ დასწრებია.
მასალის გამოყენების პირობები