ტყიბულში ახალგაზრდები ერთმანეთს სიტყვიერად და ფიზიკურად
დაუპირისპირდნენ.
არსებული ინფორმაციით,ჩხუბის დროს ერთ-ერთი მათგანი წყლის არხში
ჩავარდა, სადაც რკინის მავთულზე სხეულის მსუბუქი დაზიანებები
მიიღო.დაზარალებული ტყიბულის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება
სისხლის სამართლის კოდექსის 118 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ სხეულის
ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები