წყალტუბოს სოფელ ფარცხანაყანებში მცხოვრებლები მგელბის შემოსევას
უჩივის.
ადგილობრივების თქმით, დაკბენილია რამდენიმე ადამიანი, ცხვრები
და ძაღლები.
"მგლები უკვე ჩვენც გვერჩის, ეზოებში გვივარდება. ძალიან ცუდ
დღეში ვართ, რამდენიმე ადამიანი დაკბინა", – აცხადებენ
ადგილბრივები.
თვითმხილველთა თქმით, მგლები ეზოებში უვარდება ხალხს და ღამით გარეთ
გამოსვლისაც კი ეშინიათ. მოსახლეობა დახმარება ითხოვს, გამოიყოს
მონადირეები და მისცენ ტყვიები რათა დროულად მოხდეს მგლების მოკვლა.
მასალის გამოყენების პირობები