პარლამენტი 21 დეკემბერს რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე შინაგან საქმეთა
მინისტრ გიორგი გახარიას მოუსმენს.
როგორც წინასწარაა ცნობილი, გახარია 2018 წელს შსს-ს მიერ გაწეული
სამუშაოს ანგარიშს წარადგენს. მინისტრი, ასევე, ისაუბრებს 2018 წლის
12 მაისს კლუბებში -"ბასიანსა" და "გალერიში" ჩატარებულ საგამოძიებო
მოქმედებებზე.
გიორგი გახარიას გამოსვლის შემდეგ, შინაგან საქმეთა მინისტრთან
შეკითხვები ექნებათ დეპუტატებს, მათ შორის, ხორავას ქუჩაზე
მომხდარი სისხლიანი გარჩევის შესახებ.
ცნობილია, რომ მინისტრთან შესახვედრად პარლამენტში ზაზა
სარალიძეც მივა.
მასალის გამოყენების პირობები