წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიამ კონკურსი გამოაცხადა,
რომელიც წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ცენტრალური პარკის
მრავალფუნქციურ დატვირთვას ეხება.
როგორც მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, კონკურსში გამარჯვებულს
გადაეცემა ფულადი ჯილდო - 10 ათასი ლარის ოდენობით.
"მართალია, წყალტუბოს ცენრალური პარკი რეაბილიტირებულია და
ტურისტების მისაღებად მზადაა, თუმცა ვერ მოხერხდა პარკის ფუნქციური
დატვირთვა ისე, რომ მეტი მიზიდულობის ცენტრი გახდეს წლის ნებისმიერ
სეზონზე. ჯერ კიდევ აუთვისებელია მიწები და კონკურსი ცხადდება სწორედ
ახალ ხედვაზე. თუ როგორ შეიძლება განვითარდეს პარკი," – ამბობს
წყალტუბოს მერიის არქიტექტურის და სივრცითი დაგეგმარების განყოფილების
უფროსი ლევან ჩაკვეტაძე.
განცხადება ცენტრალური პარკის მრავალფუნქციური დატვირთვის კონცეფციის
კონკურსში მონაწილეობაზე 2018 წლის 12 დეკემბრიდან 2019 წლის 30
იანვრის ჩათვლით მიიღება.
მასალის გამოყენების პირობები