ახალი ამბები
ხარაგაული - არცერთი საჩივარი და ყველაზე მაღალი აქტივობა
FaceBook
იმერეთში ყველა საარჩევნო უბანი 20:00 საათზე დაიხურა.

ცესკოს 17:00 საათის მონაცემებით, იმერეთში ყველაზე მაღალი აქტივობა 57.19% (11 426 ამომრჩეველი) ხარაგაულში გამოვლინდა, ხოლო ყველაზე ცოტა ამომრჩეველი საარჩევნო უბნებზე ქუთაისში მივიდა - 41.6% (64 984 ამომრჩეველი).

ამომრჩევლის აქტივობის მაჩვენებლები დანარჩენ ათ მუნიციპალიტეტში ასე გამოიყურებ:
თერჯოლა - 17 873 – 52,7%
ბაღდათი - 11 555 – 52,5%
ვანი - 13 135 – 52,2%
ჭიათურა - 19 375 – 44,9%
სამტრედია - 22 794 – 49,3%
ხონი - 13 032 – 56,1%
ტყიბული - 11 116 – 51%
წყალტუბო - 24 951 – 48,6%
საჩხერე - 24 250 – 57,2%
ზესტაფონი - 26 763 – 48,4%

იმერეთის 11 მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის 18 საჩივარია დაწერილი. ყველაზე მეტი, ხუთი განცხადება ზესტაფონის საოლქო საარჩევნო კომისიაში შევიდა. აქედან სამი შეეხება ხმის მიცემის პროცედურების დარღვევას.

„ინტიტუციური განვითარებისა და მონიტორინგის ცენტრის“ დამკვირვებლებმა დარღვევები გამოავლინეს N34–ე, N10–ე და N2–ე უბნებზე, სადაც საჩივარი ფუნქციების გადასანაწილებლად კენჭისყრის პროცესის დარღვევას ეხება.

საჩივრები დაიწერა ბაღდათშიც. „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადებების მიხედვით, N4 საარჩევნო უბანზე კომისიის წევრმა უარი განაცხადა გადასატანი ყუთის თანმხლები პირების ასარჩევად კენჭისყრაში მონაწილეობაზე.

წილისყრით ფუნქციების განაწილების პროცედურისა და კენჭისყრის ფარულობის დარღვევის შესახებ საჩივარი დაიწერა თერჯოლაში, სამტრედიასა და საჩხერეში.
ხონის, N1 უბანზე „ნაციონალური მოძრაობის“ დამკვირვებელის მიერ შედგენილი საჩივრის მიხედვით, კომისიის წევრმა ამომრჩეველი აიძულა შემოხაზული ბიულეტენი ეჩვენებინა.

ჭიათურაში მარკირებაგავლილი ამომრჩევლის მიერ ხმის მიცემის ფაქტი გამოვლინდა. ტყიბულში კი კომისიის წევრმა ამომრჩეველს ბიულეტენი ხელმოწერის გარეშე გადასცა. ამავე ოლქში ამომრჩეველმა ხმა ვადაგასული პირადობით მისცა.

ორი საჩივარი დაწერეს წყალტუბოში „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა“ და „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლებმა. „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენელმა საოლქო საარჩევნო კომისიას მიმართა N 55–ე უბანზე არაუფლებამოსილი პირის ყოფნის თაობაზე, საიას საჩივრის მიხედვით კი N 54–ე უბანზე გადასატანი ყუთი დაულუქავი დაბრუნდა.

არც ერთი საჩივარი არ დაწერილა ხარაგაულსა და ვანში.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა,
არჩევნების შედეგების მიმართ მიმდინარე პროტესტის მიუხედავად, ახალი
პარლამენტის შეკრების თარიღი და სხდომის ჩატარების დრო
დაასახელა.
11:16 / 22.11.2024
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, არჩევნების შედეგების მიმართ მიმდინარე პროტესტის მიუხედავად, ახალი პარლამენტის შეკრების თარიღი და სხდომის ჩატარების დრო დაასახელა.
გამთენიისას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტები
რექტორის გადადგომის მოთხოვნით ღამეებს ათენებენ, დაპირისპირება
მოხდა.
10:45 / 22.11.2024
გამთენიისას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტები რექტორის გადადგომის მოთხოვნით ღამეებს ათენებენ, დაპირისპირება მოხდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.