საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების 2018 წლის ბოლო ოფიციალურ
მატჩს, რომელსაც ყაზახეთის ნაკრებთან გამართავს, ქუთაისში, ღი
ცის ქვეშ აჩვენებენ.
მონ-პლაზირის თაღის ქვეშ დამონტჟდება ეკრანი და დასაჯდომი ადგილები,
სადაც გულშემატკივრებს მატჩის ყურება შეეძლებათ.
მატჩის ღია ჩვენებას ვეტერანი ფეხბურთელებიც დაესწრებიან.
საქართველო – ყაზახეთის მატჩის ღია ჩვენება საქართველოს 4 რეგიონში
გაიმართება. დიდ ეკრანზე მატჩის ნახვას გულსემატკივრები ბათუმში,
ამბროლაურსა და თელავშიც შეძლებენ.
მატჩი დინამო არენაზე 21: 00 საათზე დაიწყება.
სპეციალურად მოწყობილ სივრცეში კი გულშემატკივარს მისვლა 20:00
საათიდან შეეძლება.
მასალის გამოყენების პირობები