"ნაციონალური მოძრაობის "ქუთაისის ორგანიზაციის წევრი, გია უკლება
ქუთაისის ყოფილი მერის, შოთა მურღულიას მოერე ტურისთვის საარჩევნო
კამპანიაში ჩართვას ეხმაურება.
ის ამბობს, რომ შოთა მურღულია არის არა ერთ-ერთი ძველგვარდიელი,
არამედ ის კრიმინალური გვარდიის წევრია.
"მურღულიას საქმენი საგმირონი ყველამ კარგად იცის, ასათიანის ქუჩაზე
მიმდინარე სამუშაოებით. 2014 წელს დაწყებული სამუშაოები დღემდე არ
არის დასრულებული და მეტიც, სანიაღვრეების მოუწესრიგებლობის გამო,
პროკურატურაშია საქმე აღძრული. ასე რომ ძველი და ახალი კრიმინალები
გააერთიანა მთავარმა კრიმინალმა, ბიძინა ივანიშვილმა და და ერთად
წარმოგვიდგნენ "ქართული ოცნების" სახით სალომე ზურაბიშვილის შტაბში",
- ამბობს ქუთაისის საკრებულოს წევრი "ერთიანი ნაციონალური
მოძრაობიდან" გია უკლება.
შოთა მურღულია ამ დროისთვის ქალაქში იმყოფება და მეორე ტურისთვის
სამთავრობო გუნდის მიერ მხარდაჭერილ საპრეზიდენტო კანდიდატს
დაეხმარება. ინფორმაცია მურღულიას საარჩევნო კამპანიაში ჩართვის
შესახებ
ქუთაისიპოსტმა გაავრცელა.
მასალის გამოყენების პირობები