გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს
უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში,
მიმდინარე კვირას, არამდგრადი და ცივი ამინდია მოსალოდნელი.
მისივე ინფორმაციით, 7 აპრილი, უმეტესად, უნალექოდ ჩაივლის. ჰაერის
ტემპერატურა, დაბლობ რაიონებში, 22-24 გრადუსი დაფიქსირდება.
"8 აპრილს, დღის მეორე ნახევრიდან, შემოდის ცივი ჰაერის მასები. 10
აპრილის ჩათვლით მოსალოდნელია ტემპერატურის დაკლება 10-11 გრადუსამდე
და წვიმა, მაღალმთაში - თოვლჭყაპი. გაძლიერდება დასავლეთის
მიმართულების ქარი",- განმარტავს დოდო გვაზავა.
მისივე ინფორმაციით, 11 აპრილს ნალექის ინტენსივობა შედარებით
შესუსტდება.
მასალის გამოყენების პირობები