გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოსა და
იმერეთის რეგიონში მთელი კვირის განმავლობაში არამდგრადი ამინდებია
მოსალოდნელი.
22 ოქტომბერს, უმეტეს რაიონებში, საღამოს საათებამდე
იწვიმებს.
"23 - 24 ოქტომბერს ცალკეულ რაიონებში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა
აღინიშნოს. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 22-23-ში 19-24 გრადუსია
მოსალოდნელი. ხოლო 24 ოქტომბერს ტემპერატურა 27-28 გრადუსამდე
მოიმატებს", - ამბობს გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი
პროგნოზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, დოდო გვაზავა.
სინოპტიკოსების ცნობით, 25 -26 ოქტომბრის ჩათვლით, ამინდი დასავლეთ
საქართველოში განპირობებლი იქნება შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან
შემომავალი ცივი ჰაერის მასებით. ამიტომ, უმეტეს რაიონებში წვიმაა
მოსალოდნელი. მაღალმთიან რაიონებში - თოვლი. გაძლიერდება დასავლეთის
მიმართულების ქარი, ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად დაიკლებს და 26-27
ოქტომბერს, დაახლოებით, 14-18 გრადუსი იქნება.
სააგენტოს ინფორმაციით, 27 ოქტომბერს დღის მეორე ნახევრიდან
გამოიდარებს და 28-ში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის
ტემპერატურა 22-24 გრადუსამდე მოიმატებს.
მასალის გამოყენების პირობები