"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ქუთაისის ფილიალმა
საჯარო მოხელის მიერ წინასაარჩევნო აგიტაციის წესების
დარღვევის ფაქტის შესწავლის მიზნით, ცესკოს მიმართა.
საუბარია, ქუთაისის მერიის ზედამხედვლობის სამსახურის უფროსის
მოადგილე ნუგზარ ხუციბერიძეზე. საჯარო მოხელე მიმდინარე წლის 12
სექტემბერს, მესხიშვილის თეატრში სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო
შეხვედრას მერიის სხვა თანამშრომლებთან ერთად ესწრებოდა.
ამი გარდა, საიას ინფორმაციით, ხუციბერიძემ 2018 წლის 13-14
სექტემბერს სოციალურ ქსელ ფეისბუკში, სამუშაო საათებში, არაერთხელ
საჯაროდ განათავსა კანდიდატის მხარდამჭერი ინფორმაცია.
"მართალია, მერიის სხვა თანამშრომლებიც იმყოფებდონენ, მაგრამ მატი
იდენტიფიცირება ვერ მოვახერხეთ", – განმარტავენ
საიაში.
საარჩევნო კოდექსის თანახმად, საჯარო მოხელეს არ აქვს უფლება საამუშაო
საათებში განახორციელოს აგიტაცია, ანდა მიიღოს მონაწილოება
საარჩევნო აგიტაციაში.
შესაბამისად, ქუთაისის მერიის
საჯარო მოხელის მიერ წინასაარჩევნო აგიტაციის წესების უგულებელყოფის ფაქტზე, საია
ცესკოს გადაწყვეტილებას ელოდება.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერის, ანა მიქელაძეს თქმით,
საიამ ფაქტის შესწავლის მიზნით ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიას
მიმართა.
"მიმდინარეობს ფაქტის შესწავლა და მიღებული გადაწყვეტილება მალე
იქნება ყველასათვის ცნობილი," – ამბობს ანა მიქელაძე.
საქართველოს საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის თანახმად, წინასაარჩევნო
აგიტაციაში მონაწილეობის მიღება კოდექსის მოთხოვნათა დარღვევით
2000 ლარის ჯარიმას ითვალისწინებს.
ამავე
თემაზე:
ქუთაისში სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შეხვედრას
ადგილობრივი ჩინოვნიკები ესწრებოდნენ
მასალის გამოყენების პირობები