ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში „მწვანე ბარათის“
შევსების მსურველებისთვის Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე
ინფორმაციას ავრცელებს.
10 რამ, რაც უნდა იცოდეთ მწვანე ბარათის შევსებამდე:
„1. რეგისტრაცია იწყება 3 ოქტომბერს 20:00 საათზე;
2. რეგისტრაცია მთავრდება 6 ნოემბერს, 21:00 საათზე;
3. რეგისტრაცია უფასოა;
4. უნდა დარეგისტრირდეთ მხოლოდ ამ გვერდზე:
www.dvlottery.state.gov;
5. ნუ მიმართავთ დამხმარე ორგანიზაციებს, ვინაიდან დიდია თაღლითობის
რისკი;
6. რეგისტრაციისას მოგენიჭებათ უნიკალური კოდი, რომელიც უნდა
შეინახოთ;
7. სტატუსის გაგებას შეძლებთ უნიკალური კოდის გამოყენებით 2019 წლის 7
მაისიდან გვერდზე: www.dvlottery.state.gov;
8. თუ სხვა ნებისმიერი გზით მიიღებთ მოგების შესახებ შეტყობინებას, ეს
იქნება თაღლითობა და არ ენდოთ;
9. თქვენი მოგების შემთხვევაში აშშ-ის მთავრობა არ უზრუნველყოფს რაიმე
სახის პირად მომსახურებას, როგორიცაა ავიამგზავრობის ხარჯები,
საცხოვრებლის პოვნასა თუ დასაქმებაში დახმარება და სხვა;
10. შეკითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით ოფიციალურ
წარმომადგენლობას. აშშ-ის საელჩოსა და საკონსულოს US Embassy Tbilisi,
Georgia”, - აღნიშნულია საელჩოს მიერ გავრცელებულ
ინფორმაციაში.
მწვანე ბარათის გათამაშების განახლებული ინსტრუქცია უკვე
ხელმისაწვდომია ქართულ ენაზე!
ეწვიეთ ბმულს:
მასალის გამოყენების პირობები