ციხე მოდინახისაკენ მიმავალი საავტომობილო გზაზე სარეაბილიტაციო
სამუშაოები დაიწყო.
ასფალტობეტონის საფარი ციხისკენ მიმავალ გზის მთლიან მონაკვეთზე
დაიგება. პროექტის ფარგლებში ასევე იგეგმება გარეგანათებისა და
საყრდენი კედლების მოწყობა. სამშენებლო სამუშაოები რეგიონული
განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის 5% თანადაფინანსებით
ხორციელდება.
მოდინახის აღდგენითი სამუშაოები ფონდი ,,ქართუ"-ს დაფინანსებით 2018
წელს დაიწყო. პროექტი გარდამავალია და პირველი ეტაპის სამუშაოები უკვე
დასრულებულია.
მასალის გამოყენების პირობები