ახალი ამბები
ჭიათურის მერიაში პოსტი კიდევ ორმა თანამშრომელმა დატოვა
FaceBook
ჭიათურაში ადმინისტრაციული და სოციალურ და ჯანდაცვის საკითხთა სამსახურის უფროების შემდეგ,  პოსტი კიდევ ორმა თანამშრომელმა დატოვა.
სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება იურიდიული განყოფილების უფროსმა, დავით სალაძემ და მერის მრჩეველმა, ნოდარ ჩაჩანიძემ დაწერეს.

გავრცელებულ ინფორმაციას პოსტის დატოვების შეასხებ არ ადასტურებს მერის პირველი მოადგილე, გივი მოდებაძე, რომელიც პაატა ნადირაძის გადადგომის შემდეგ მერის მოვალეობას ასრულებს.

როგორც გივი მოდებაძე ქუთაისიპოსტთან საუბარში ამბობს, მერიაში სამუშაო პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს.

"არჩევნებამდე არსად არ მივდივარ, ვასრულებ მერის მოვალეობას. რაც შეეხება თანამშრომლების წასვლას, პროცესი რომ არ შეფერხდეს, დავნიშნავთ მოვალეობის შემსრულებლებს და შემდეგ გამოვაცხდებთ კონკურსს", - ამბობს გივი მოდებაძე.

ჭიათურის მერმა პაატა ნადირაძემ პოსტი 27 სექტემებრს დატოვა.

პოსტის დატოვებამდე ორი თვით ადრე, რესტორან "შუა გზაში" მასსა და რესტორნის რამდენიმე სტუმარს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რაშიც პაატა ნადირაძე ჭიათურის პოლიციის უფროსს, ლაშა ჩხიტუნიძეს ადანაშაულებდა და ამბობდა, რომ ჩხიტუნიძემ მას ჭიათურის მაჟორიტარის,  სულხან მახათაძის დავალებით  პროვოკაცია მოუწყო.


ამავე თემაზე:

მერის შემდეგ, ჭიათურის მერიაში პოსტებს სამსახურის უფროსები ტოვებენ

ჭიათურის ყოფილი მერის პირველი განმარტება პოსტის დატოვების შესახებ

ჭიათურის მერმა თანამდებობა დატოვა

კადრები ჭიათურის რესტორნიდან, სადაც ჩხუბში მონაწილე მერი ძალადობაში ბრალდებულია

რესტორანში მომღერალი ჭიათურის მერი - ჩხუბი თუ დადგმული სცენა - რა ჩანს ვიდეოკადრებში

ჩხუბი რესტორანში - ჭიათურის მერი პოლიციის უფროსს პროვოკაციაში ადანაშაულებს

"ნასვამი პოლიციელები მოქალაქეებთან შედიან არასწორ კომუნიკაციაში" - ჭიათურაში ხელმოწერებს აგროვებენ

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა,
არჩევნების შედეგების მიმართ მიმდინარე პროტესტის მიუხედავად, ახალი
პარლამენტის შეკრების თარიღი და სხდომის ჩატარების დრო
დაასახელა.
11:16 / 22.11.2024
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, არჩევნების შედეგების მიმართ მიმდინარე პროტესტის მიუხედავად, ახალი პარლამენტის შეკრების თარიღი და სხდომის ჩატარების დრო დაასახელა.
გამთენიისას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტები
რექტორის გადადგომის მოთხოვნით ღამეებს ათენებენ, დაპირისპირება
მოხდა.
10:45 / 22.11.2024
გამთენიისას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტები რექტორის გადადგომის მოთხოვნით ღამეებს ათენებენ, დაპირისპირება მოხდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.