ახალი ამბები
მერის შემდეგ, ჭიათურის მერიაში პოსტებს სამსახურის უფროსები ტოვებენ
FaceBook
მერის შემდეგ, ჭიათურის მერიაში პოსტებს სამსახურის უფროსები ტოვებენ. ქუთაისიპოსტის ინფორმაციით,  თანამდებობა დატოვეს ადმინისტრაციული და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსებმა.

ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური უფროსი, მიხეილ ლეჟავა ჩვენთან საუბარში ინფორმაციას ადასტურებს და  ამბობს, რომ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება პაატა ნადირაძის გადადგომის გამო მიიღო.

ჭიათურის მერმა პაატა ნადირაძემ თანამდებობა 27 სექტემბერს დატოვა. პოსტიდან წასვლის მიზეზად ნადირაძემ მის წინააღმდეგ სხვადასხვა უწყების მიერ მოწყობილი შეთქმულება დაასახელა.

"არაერთხელ ვეცადე დამერეგულირებინა ,საკრებულოს ბომონდთან, მაჟორიტარ დეპუტატთან, პოლიციის უფროსთან,სხვადასხვა ძალისმიერ სტრუქტურებთან ურთიერთობები მაგრამ ამოდ. ეს არჩევნებიდანვე იგრძნობოდა მათგან , თითქოს ერთმანეთან პირობა ჰქონდათ მიცემული, შეთქმულება იყო, თუ რა ხდებოდა დღემდე ვერ ვხვდები ჩემს წინააღმდეგ. ალბათ, ჩვენი დამოუკიდებელი, მკვეთრი, გამოსაჩენი ნაბიჯები ,ის რომ ძილის და ჭამის დროს სტრუქტურებს არ ვუთანხმებდი ალბათ, რაც ირგვლივ ხდება და ხდებოდა ჩემამდე ,სხვას ვერაფერს ვერ დავარქმევ ამ გადასახედიდან. მე არასოდეს სკამის მაძიებელი, თანამდებობაზე გადარეული კაბინეტზე და მანქანაზე შეყვარებული არ ვყოფილვარ, ჩვენისთანა ხალხი ქუჩაში არასოდეს არ რჩება. არ მინდა ღალატში ჩამეთვალოს, გამგები გამიგებს, ამ ფონზე, ამ რეალობაში, მე მიზანშეუწონლად მიმაჩნია, დავრჩე თანამდებობაზე",-წერს პაატა ნადირაძე.

პოსტის დატოვებამდე ორი თვით ადრე, რესტორან "შუა გზაში" მასსა და რესტორნის რამდენიმე სტუმარს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რაშიც პაატა ნადირაძე ჭიათურის პოლიციის უფროსს, ლაშა ჩხიტუნიძეს ადანაშაულებდა და ამბობდა, რომ ჩხიტუნიძემ მას ჭიათურის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატის, სულხან მახათაძის დავალებით პროვოკაცია მოუწყო.


ამავე თემაზე:

ჭიათურის ყოფილი მერის პირველი განმარტება პოსტის დატოვების შესახებ

ჭიათურის მერმა თანამდებობა დატოვა

კადრები ჭიათურის რესტორნიდან, სადაც ჩხუბში მონაწილე მერი ძალადობაში ბრალდებულია

რესტორანში მომღერალი ჭიათურის მერი - ჩხუბი თუ დადგმული სცენა - რა ჩანს ვიდეოკადრებში

ჩხუბი რესტორანში - ჭიათურის მერი პოლიციის უფროსს პროვოკაციაში ადანაშაულებს

"ნასვამი პოლიციელები მოქალაქეებთან შედიან არასწორ კომუნიკაციაში" - ჭიათურაში ხელმოწერებს აგროვებენ



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
„უკვე დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ რომ პარლამენტის მიერ საკუთარი
უფლებამოსილების ცნობა, რასაც დღეს ოცნება აპირებს უკანონოა“, -
აღნიშნა იურისტმა ვახუშტი მენაბდემ.
13:10 / 25.11.2024
„უკვე დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ რომ პარლამენტის მიერ საკუთარი უფლებამოსილების ცნობა, რასაც დღეს ოცნება აპირებს უკანონოა“, - აღნიშნა იურისტმა ვახუშტი მენაბდემ.
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს
უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში, 29
ნოემბრის დღის პირველ ნახევრამდე ცივი და ნალექიანი ამინდია
მოსალოდნელი.
10:34 / 25.11.2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში, 29 ნოემბრის დღის პირველ ნახევრამდე ცივი და ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.