ჭიათურის უკვე ყოფილი მერი, პაატა ნადირაძე,
თანამდებობიდან წასვლის შესახებ
ფეისბუქის გვედრზე განმარტებებს აკეთებს.
ნადირაძე პოსტის დატოვების მიზეზად მის წინააღმდეგ შეთქმულებას
ასახელებს.
პროვოკაციების მოწყობაში ნადირაძე ჭიათურის საკრებულოს წევრებსა და
მაჟორიტარ დეპუტატს, ასევე, ჭიათურის ადგილობრივი პოლიციის
უფროსს ადანაშაულებს.
მისი თქმით, მის მიმართ ნეგატიური განწყობის მიზეზი მისი და მისი
გუნდის დამოუკიდებელი მუშაობა გახდა.
"არაერთხელ ვეცადე დამერეგულირებინა ,საკრებულოს ბომონდთან, მაჟორიტარ
დეპუტატთან, პოლიციის უფროსთან,სხვადასხვა ძალისმიერ სტრუქტურებთან
ურთიერთობები მაგრამ ამოდ. ეს არჩევნებიდანვე იგრძნობოდა მათგან ,
თითქოს ერთმანეთან პირობა ჰქონდათ მიცემული, შეთქმულება იყო, თუ რა
ხდებოდა დღემდე ვერ ვხვდები ჩემს წინააღმდეგ. ალბათ, ჩვენი
დამოუკიდებელი, მკვეთრი, გამოსაჩენი ნაბიჯები ,ის რომ ძილის და ჭამის
დროს სტრუქტურებს არ ვუთანხმებდი ალბათ, რაც ირგვლივ ხდება და ხდებოდა
ჩემამდე ,სხვას ვერაფერს ვერ დავარქმევ ამ გადასახედიდან. მე არასოდეს
სკამის მაძიებელი, თანამდებობაზე გადარეული კაბინეტზე და მანქანაზე
შეყვარებული არ ვყოფილვარ, ჩვენისთანა ხალხი ქუჩაში არასოდეს არ
რჩება. არ მინდა ღალატში ჩამეთვალოს, გამგები გამიგებს, ამ ფონზე, ამ
რეალობაში, მე მიზანშეუწონლად მიმაჩნია, დავრჩე თანამდებობაზე",-წერს
პაატა ნადირაძე.
ჭიათურის მერმა პაატა ნადირაძემ პოსტი 27 სექტემებრს
დატოვა.
პოსტის დატოვებამდე ორი თვით ადრე, რესტორან "შუა გზაში" მასსა და
რესტორნის რამდენიმე სტუმარს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა,
რაშიც პაატა ნადირაძე ჭიათურის პოლიციის უფროსს, ლაშა ჩხიტუნიძეს
ადანაშაულებდა და ამბობდა, რომ ჩხიტუნიძემ მას ჭიათურის
მაჟორიტარის, სულხან მახათაძის დავალებით პროვოკაცია
მოუწყო.
ამავე თემაზე:
კადრები
ჭიათურის რესტორნიდან, სადაც ჩხუბში მონაწილე მერი ძალადობაში
ბრალდებულია
რესტორანში
მომღერალი ჭიათურის მერი - ჩხუბი თუ დადგმული სცენა - რა ჩანს
ვიდეოკადრებში
ჩხუბი
რესტორანში - ჭიათურის მერი პოლიციის უფროსს პროვოკაციაში
ადანაშაულებს
"ნასვამი პოლიციელები მოქალაქეებთან
შედიან არასწორ კომუნიკაციაში" - ჭიათურაში ხელმოწერებს
აგროვებენ
მასალის გამოყენების პირობები