ახალი ამბები
3 512 უფროსი მასწავლებელი, 172 წამყვანი და 19 მენტორი – სკოლის პედაგოგებს სტატუსი შეეცვალათ
FaceBook
ხუთი ათასამდე სკოლის პედაგოგს სტატუსი შეეცვალათ. 3 512 უფროსი მასწავლებელი, 172 წამყვანი, ხოლო 19 მენტორი გახდა. პედაგოგებმა თითო საფეხურით წაიწიეს წინ მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემაში. ამაღლებული სტატუსი კი უდრის გაზრდილ ანაზღაურებას.

როგორც მასწავლებლის პროფესიული განვითარების დირექტორის მოადგილე მანანა რატიანი აცხადებს, ჯერ სტატუსის მინიჭების პროცესი არ დასრულებულა, იმიტომ რომ ამ ეტაპისთვის ბრძანება გამოცემულია სტატუსის ცვლილებაზე იმ მასწავლებლებზე, რომელმაც სექტემბრამდე წარმოადგინეს წინადადება სტატუსის ცვლილებაზე.

"სექტემბერში წარმოდგენილია 1 100 წინადადება, რომელიც ასევე დაემატება სტატუსების ცვლილებას. ამ რიცხვს ასევე დაემატება იმ პედაგოგთა რაოდენობა, რომლებმაც წარმატებით გადალახეს ზღვარი გამოცდაზე, მთლიანობაში ასეთია 1 346 მასწავლებელი, თუმცა აქედან არ ვიცით, რამდენს შეეცვლება სტატუსი. მათთვის სპეციალურად გავხსნით ვადას მომდევნო ორშაბათს. არის 280 მასწავლებელი, რომლებსაც აქვთ 10-10 კრედიტი საგნობრივ და პედაგოგიური კომპეტენციის დადასტურების ტესტებში აღებული და მათაც ავტომატურად მიენიჭებათ სტატუსი. ამ ეტაპისთვის უფროსი მასწავლებელი გახდა 3 512, წამყვანი – 172, მენტორი – 19", – აღნიშნა მანანა რატიანმა.

როგორც მასწავლებლის პროფესიული განვითარების დირექტორის მოადგილე ამბობს, ვინც სტატუსის ცვლილებაზე წარმოადგინა წინადადება, ყველას არ შეცვლია სტატუსი.

"მენტორობაზე 14 მასწავლებლის წინადადება არ დაკმაყოფილდა. 33 მასწავლებელს სურდა მენტორობა, აქედან 19-მა მოიპოვა მენტორის სტატუსი, ხოლო 14-მა ვერა.

წამყვანის სტატუსი ვერ მოიპოვა 51-მა, წარდგენილებიდან. მიზეზი იყო, ძირითადად, მათი სავალდებულო კომპონენტები, რომლებიც მონიტორინგის ჯგუფმა ხელახლა გადაამოწმა და აცდენა იყო შეფასებებში, შეფასების ჯგუფსა და ჩვენ მიერ ჩატარებულ შეფასებაში და აქედან გამომდინარე, მათ სტატუსები არ მიენიჭათ.

მთლიანობაში, რადგან შეცვლილი აქვს სტატუსი უკვე 3 793 ადამიანს, სექტემბერში შემოტანილი 1 100 განაცხადი დაემატება ამას, 280 დაემატება 10-10 კრედიტი ვისაც აქვს ორივე გამოცდაზე მიღებული, დანარჩენს ვნახავთ, 1300 მასწავლებლიდან რამდენია მზად იმისთვის, რომ სტატუსი შეიცვალოს. ჯამურად ეს იქნება 6000- მდე მასწავლებელი, ანუ 6-ათასამდე მასწავლებელი შეიცვლის სტატუსს", – განაცხადა მანანა რატიანმა.

იყო შემთხვევები, როდესაც მასწავლებლებს არასწორ ველში ჰქონდათ დოკუმენტები ატვირთული. რატიანის თქმით, აპელაციის დროს შეიძლება ტექნიკური ხარვეზის გამოსწორება.

"ჩვენ გვაქვს აპელაციის პროცესი. თუკი შეფასების ჯგუფის მიერ რაღაცა ტიპის ტექნიკური ხარვეზი იყო, თუ მასწავლებელს ყველა საბუთი ატვირთული აქვს და შესაძლებელია სხვა ველში, ან რაიმე ტიპის ტექნიკური ხარვეზი იყო, ამის გამოსწორება შეიძლება აპელაციის გზით. 17 ოქტომბრამდე მასწავლებლებს აქვთ საშუალება ჩვენს ცენტრში შემოიტანონ სააპელაციო განაცხადი."

მასწავლებლებს თავიანთ ელექტრონულ ბაზაში უკვე აესახათ შეცვლილი სტატუსი. როგორც მანანა რატიანი ამბობს, ასახვა მიმდინარეობს ეტაპობრივად. ბრძანება გამოიცა გუშინწინ. შესაძლებელია ყველა მათგანს არ აქვს ჯერ გამოჩენილი სტატუსი, მაგრამ ესეც მალე მოხდება.

"რაც შეეხება სექტემბერში შემოსულ განაცხადებს, სავარაუდოდ მომდევნო პარასკევს უკვე ამაზეც დავასრულებთ მუშაობას. სექტემბრამდე შემოსული წინადადებებზე მინიჭებულ სტატუსებზე მიიღებენ 15 სექტემბრიდან გაზრდილ ხელფასებს, ხოლო სექტემბერში ვინც წარმოადგინა, მათ ოქტომბერში გაეზრდებათ ანაზღაურება.

მთლიანობაში, ალბათ, სტატისტიკური სურათი საინტერესოა. 120-ათასზე მეტი აქტივობა არის მასწავლებლების მიერ ჩატარებული და ასახული ესცჰოოლ-ის ბაზაში. ასევე საინტერესოა ის სურათი, სტატუსების მიხედვით რამდენად აქტიურობდნენ მასწავლებლები. თუკი აქამდე 70%-მდე აქტიურობდნენ პრაქტიკოსი მასწავლებლები აქტივობების განხორციელებაში, წამყვანების და უფროსების წილი ბევრად უფრო მაღალია და 80%-აღემატება მეტი აქტივობა. მე ყველა პედაგოგს ვულოცავ სტატუსის ცვლილებას", – აღნიშნა მანანა რატიანმა.

იხილეთ მასწავლებლის სტატუსის ცვლილებასთან დაკავშირებული სააპელაციო განცხადების ფორმა და ვადები

edu.aris.ge
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.