სამტრედიის რაიონის სოფელ გომში, სამი თვის წინ, ახალციხის საწრთვნელ
ბაზაზე გარდაცვლილი, 31 წლის მირზა ჩაჩუას ოჯახმა, ნათესავებმა და
მეზობლებმა საპროტესტო აქცია გამართეს.
ჩაჩუას ოჯახის წევრების განცხადებით, ჯარისკაცი მოულოდნელად
გარდაიცვალა, ექსპერტიზამ კი, დაუდგინა მძიმე ხარისხის ალკოჰოლური
თრობა.
ჯარისკაცის ოჯახი აცხადებს რომ ექსპერტიზა არასწორად არის ჩატარებული,
ასევე მოითხოვენ ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარებას, მათივე თქმით,
ჩაჩუა არასოდეს სვამდა და მოითხოვენ საქმის ობიექტურ გამოძიებას, თუ
რა მოხდა საწრთვნელ ბაზაზე.
მასალის გამოყენების პირობები