ზესტაფონში ორი წლის წინ, გარდაცვლილი ედიშერ ებანოიძის ოჯახის
წევრებმა საპროტესტო აქცია გამართეს.
აქციის მონაწილეებმა მსვლელობა ზესტაფონის პროკურატურიდან პოლიციის
შენობამდე მოაწყვეს.
ებანოიძე, ხარაგაულში რკინიგზის მშენებლობაზე იყო დასაქმებული და
როგორც გარდაცვლილის ოჯახი ამბობს, მან კუთვნილი ანაზღაურება მოითხოვა
ჩინური კომპანიისგან, რომელიც სარკინიგზო გვირაბს აშენებდა. მათივე
განცხადებით, აღნიშნული თანხა ებანოიძეს არ მისცეს, რის შემდეგაც
სცემეს და ცემის შდეგად გარდაიცვალა.
გარდაცვლილის ოჯახი მოითხოვს დამნაშავის
დასჯას. ისინი ამბობენ, რომ წლებია მათ აღნიშნული
მოთხოვნა აქვთ, თუმცა საქმე ამ დრომდე გახსნილი არ არის.
მასალის გამოყენების პირობები