კოალიცია "ძალა ერთობაშიას" განცხადებით პარტია "ევროპული
საქართველოდან" კოალიციას
140 ადამიანი შეუერთდა.
კოალიციის წარმომადგენელთა თქმით, პარტიიდან ისინი სხვადასხვა
პერიოდში წამოვიდნენ.
გიორგი ვაშაძის თქმით, კოალიციას შეურთდნენ ადგილობრივი
თვითმმართველობის არჩევნების დრო ძელქვიანის მუნიციპალიტეტში
მაჟორიტარობის კანდიდატი - ელისო დათოსანი, ქალაქ მუზეუმის
მაჟორიტარობის კანდიდატი - დავით ჯანელიძე, მაჟორიტარობის კანდიდატი
საფიჩხიაზე - ანდრო მაღლაკელიძე , შტაბის უფროსი უქიმერიონში - კახა
მაჩიტიძე, შტაბის უფროსი ნიკეაზე - თეონა ჩიხლაძე, შტაბის უფროსი
ძელქვიანში - ლაშა დვალიშვილი, კახიანაურის შტაბის უფროსი - ილია
სოხაძე, კახიანაურის შტაბის უფროსის მოადგილე - ხათუნა
ხურციძე და სხვები.
"იქ, სადაც სიმართლეა, ხალხი უერთდება ამ პროცესს და ჩვენ აუცილებლად
გავიმარჯვებთ ძალიან წყნარად და მშვიდად 28 ოქტომბერს", - ამბობს
გიორგი ვაშაძე.
მისივე თქმით 140 ადამიანის კოალიციაში გადასვლას "ევროპულ
საქართველოში" არაადეკვატური გამოხმაურებები მოჰყვა.
ამავე თემაზე:
კოალიცია "ძალა ერთობაშიას" "ქართული ოცნებიდან" და
"ევროპული საქართველოდან" შეუერთდნენ
მასალის გამოყენების პირობები