გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოსა და
იმერეთის უმეტეს რაიონში პირველი აგვისტოს ჩათვლით უნალექო ამინდი
შენარჩუნდება.
ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა ამ დღეებში 33-35 გრადუსი
იქნება. სამიდან ხუთი აგვისტოს ჩათვლით მოსალოდნელია
ხანმოკლე წვიმა ელ-ჭექით.
"სამ-ოთხ აგვისტოს ტემპერატურა დაიკლებს და 24-26 გრადუსი იქნება", -
ამბობს გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების
დეპარტამენტის ხელმძღვანელი, დოდო გვაზავა.
სინოპტიკოსები ექვსი აგვისტოდან გამოდარებასა და ჰაერის ტემპერატურის
მატებას პროგნოზირებენ.
მასალის გამოყენების პირობები