წყალტუბო-ქუთაისის დამაკავშირებელ გზაზე, წყალტუბოს დასაწყისში
არსებული აბრის ადგილას, ახალი აბრა უნდა მოეწყოს.
მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ ამ დრომდე ქალაქის შესასვლელში დამონტაჟებული წარწერა
მოძველებულია და აუცილებელია ის ტურისტებისთვის
საინტერესო აბრით ჩანაცვლდეს.
"ძველი აბრის დემონტაჟია საჭირო. შემდეგ კი სივრცისა
და იერსახის შესაბამისად უნდა მოეწყოს ახალი და
მიმზიდველი აბრა,"- განმარტავს
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ზურაბ
მაისურაძე.
ქალაქ წყალტუბოს შესასვლელთან განსათავსებელ მიმანიშნებელი აბრის
პროექტზე წყალტუბოს მუნიციპალილტეტმა კონკურსი მიმდინარე წლის 27
ივნისს გამოაცხადა.
საკონკურსო პირობების თანახმად,
(CNT180000037) აბრის მოწყობის არქიტექტურული და
საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია უნდა მომზადდეს.
კონკურსის ბოლო ვადა 13
ივლისია, რომლის შემდეგაც წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია საუკეთესო პროექტს შეარჩევს, რომლის მიხედვითაც
ახალი აბრა დამონტაჟდება.
მასალის გამოყენების პირობები