შპს „სანო“ სოციალურ საცხოვრისში ალტერნატიულ ექსპერტიზას ჩაატარებს
11:36 / 13.06.2018
შპს "სანო", რომელმაც ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე სოციალური საცხოვრისი
მოაწყო, ლევან სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნას არასწორს უწოდებს და
ალტერნატიული ექპერტიზის ჩატარებას აპირებს.
კომპანიის დირექტორი, ლევან ჭანტურიძე კატეგორიულად არ ეთანხმება
დასკვნის იმ ნაწილს, სადაც საუბარია ბენეფიციარებისთვის,
შეთანხმებულზე, 369 კვ.მ-ით ნაკლები ფართის გადაცემაზე.
ლევან ჭანტურიძე ამბობს, რომ ექსპერტებმა აზომვა არასწორად
ჩაატარეს.
"აზომვა არის არასწორად გაკეთებული. არ ვიცი იქ ვინ რა შეკითხვები
დასვა, რის მიხედვით მოახდინეს ფართების აზომვა. ამიტომ მივიღეთ
გადაწყვეტილება, რომ ალტერნატიული ექსპერტიზა ჩავატაროთ, რადგან
დარწმუნებულები ვართ, რომ რაც იქ წერია არასწორია",-ამბობს ლევან
ჭანტურიძე.
კომპანიის დირექტორი დასკვნის არც დანარჩენ ნაწილს ეთანხმება და
მიიჩნევს, რომ ექსპერტიზამ არასწორი დასკვნა ინფორმაციის ნაკლებობის
გამო დაწერა.
კომპანიის ხელმძღვანელობა ალტერნატიული ექსპერტიზის მოწვევას მომავალი
კვირიდან გეგმავს.
სოციალურ საცხოვრისში ლევან სამხარაულის ექსპერტიზა ქუთაისის მერიის
დაკვეთით ჩატარდა.
დასკვნის მიხედვით, შენობაში დარღვეულია
უსაფრთხოების ნორმები და ცხოვრებისთვის საშიში პირობებია.
"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრი, რომელმაც დღეს,
9 აპრილის მემორიალთან მისვლა ვერ გაბედა, 1989 წელს მომხდარ
ტრაგედიაზე განცხადება საქართველოს მთავრობის სახელით, სოციალურ
ქსელში გააკეთა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები