ქუთაისში მდებარე, გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა
სამხედრო ლიცეუმში სასწავლო წელი დასრულდა.
მეშვიდე, 2018 წლის გამოშვების დამთავრება ლიცეუმის სამწყობრო
მოედანზე საზეიმო ცერემონიალით აღინიშნა.
კადეტებს სასწავლო წლის დასრულება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა და
გენერალური შტაბის უფროსმა მიულოცეს.
ლევან იზორიამ და გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ
კურსდამთავრებულებს წარმატებები უსურვეს და მათ მშობლებსა და
პედაგოგებს მადლობა გადაუხადეს.
კადეტებს სიტყვით მიმართა ასევე, ლიცეუმის დირექტორმა, რომელმაც
თავდაცვის უწყების ხელმძღვანელობას ლიცეუმის განვითარების პროცესში
გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
კადეტები ლიცეუმის კაპელანმა, დეკანოზმა დავითმა დალოცა.
მოგვიანებით ღონისძიება კონცერტითა და საზეიმო მოღებით გაგრძელდა.
კადეტებმა სტუმრებს საკუთარი შემოქმედება აჩვენეს და თვითნაკეთი
ნივთები წარუდგინეს.
2018 წელს ლიცეუმი 67-მა კადეტმა დაამთავრა, რომელთაგან 3 ოქროსა და 5
ვერცხლის მედლის კანდიდატია.
მასალის გამოყენების პირობები