შსს ქუთაისის N 2 საპყრობილეში გადაღებულ ვიდეოკადრებზე
10:58 / 29.05.2018
შინაგან საქმეთა სამინისტრო, ქუთაისის N 2 სასჯელაღსრულების
დაწესებულებაში, სადაც პატიმარზე სამართალდამცავების მიერ ზეწოლაა
ასახული, განმარტებას აკეთებს.
უწყების ინფორმაციით, ვიდეომასალა ყაჩაღობის ფაქტზე ბრალდებულ
ნ.გ.-სგან დნმ-ის ნიმუშების იძულებით აღებას ასახავს, რადგან
მან უარი თქვა პროცედურის ნებაყოფლობით ჩატარებაზე.
ვიდოემასალა თავადაპირველად სოციალურ ქსელში გავრცელდა.
"სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეო-ჩანაწერთან დაკავშირებით
გაცნობებთ, რომ ბრალდებულ ნ.გ.-სგან, ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარე
გამოძიების ფარგლებში, კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, მოსამართლის
განჩინების საფუძველზე, 2018 წლის 17 მაისს, იძულებით იქნა აღებული
დნმ-ის (ოფლისა და ნერწყვის) ნიმუში.
საპროცესო მოქმედების მიმდინარეობა საგამოძიებო ორგანოს მიერ
დაფიქსირებული იქნა ვიდეო-საშუალებით, რომლის ჩანაწერიც მტკიცებულების
სახით დაერთო სისხლის სამართლის საქმეს.
გამოძიებით დადგენილია, რომ 2018 წლის 13 თებერვალს ბრალდებული
ჯგუფურად თავს დაესხა ყ.თ.-ს და დ.თ.-ს მათსავე საცხოვრებელ ბინაში,
წებოვანი ლენტისა და ერთჯერადი ხელბორკილის გამოყენებით თავისუფლება
აღუკვეთა დაზარალებულებს, ფიზიკურად იძალადა მათზე - ერთ-ერთ
დაზარალებულს მუცლის არეში ცივი იარაღით ჭრილობა, ხოლო მეორეს - სახის
არეში დაზიანებები მიაყენა, გაიტაცა ოქროს სამკაულები და
ავტომანქანა.
ბრალდებული დაზარალებულებმა ამოიცნეს. ნ.გ.-მ უარი განაცხადა
საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობაზე, რის გამოც ამოცნობები
ფოტოსურათით ჩატარდა. ბრალდებულმა ასევე უარი განაცხადა მისგან დნმ-ის
(ოფლისა და ნერწყვის) ნიმუშის აღებაზე, რის გამოც პროკურორმა მიმართა
სასამართლოს შუამდგომლობით ნიმუშის იძულებით აღების მიზნით განჩინების
გაცემის თაობაზე.
ნ.გ.-ს ასევე ბრალი ედება ნარკოტიკული საშუალების, ცეცხლსასროლი
იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა-შენახვისათვის. მისი
პირადი და ბინის ჩხრეკისას ამოღებული იქნა ავტომატური ცეცხლსასროლი
იარაღი 23 ვაზნით და საინექციო შპრიცში გახსნილ მდგომარეობაში
არსებული ნარკოტიკული საშუალება "სუბოქსინი".
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე (ყაჩაღობა), 260-ე
(ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვა) და 236-ე
(ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა) მუხებით
მიმდინარეობს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები