ჭიათურის დაშავებული მაღაროელის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. თუმცა, შესაძლოა მას
მეორე ქირურგიული ოპერაცია დასჭირდეს.
დეკანოიძე ქუთაისის ცენტრალურ საავადმყოფი მკურნალობს. მისი მკურნალი
ექიმის, ზაზა ობოლაძეს ინფორმაციით, პაციენტს თავის ტრავმა
აღენიშნებოდა, რის გამოც ერთი ოპერაცია უკვე წარმატებით ჩაუტარდა.
პაციენტი აპარატიდან მოხსნეს და კონტაქტურია
"აქვს ნეკნების მოტეხილობა და სჭირდება მაგნიტორეზონანსული
გამოკვლევა, რის შემდეგაც არ გამოვრიცხავთ ხერხემალზე მეორე ოპერაციაც
დასჭირდეს," - აცხადებს ობოლაძე.
ჭიათურის სამთო-გადამამუშავებელ კომბინატში, კოროხნალის მაღაროში
სამთო მასალის ჩამოშლის შედეგად მუშა დაშავდა. შემთხვევა 20 მაისს
მოხდა. დაშავებული მაღაროელის, 32 წლის ალექსანდრე დეკანოიძის
ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.
ამავე თემაზე:
ჭიათურის დაშავებული მაღაროელის ჯანმრთელობის
მდგომარეობა სტაბილურია
მასალის გამოყენების პირობები