შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ქუთაისის #2 საჯარო სკოლაში მოსწავლეებს
შორის მომხდარ ინციდენტზე, გამოძიება დაიწყო.
უწყების ინფორმაციით, სკოლის მოსწავლეებს შორის ინციდენტი სიტყვიერი
დაპირისპირებით დაიწყო, რის შემდეგაც ერთმა მოზარდმა მეორეს წარბის
არეში დაზიანება მიაყენა.
"სკოლის მე-11 კლასის ორ მოსწავლეს შორის სიტყვიერი შეკამათება მოხდა,
რა დროსაც ა.მ.-მ წარბის არეში მსუბუქი დაზიანება მიაყენა ნ.ხ.-ს,
რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ინტერვენციული
მედიცინის ცენტრში გადაიყვანა. ამ დროისთვის მოზარდი უკვე გაწერილია
სამედიცინო დაწესებულებიდან",-განუცხადეს ქუთაისიპოსტს
სამინისტროში.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც
ძალადობას გულისხმობს.
"მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო
მოქმედებები. იკითხება აღნიშნული ფაქტის ყველა თვითმხილველი",-ამბობენ
უწყებაში.
ქუთაისის #2 საჯარო სკოლაში მოზარდებს შორის ი
ნციდენტი 23 აპრილს მოხდა. სკოლის მოსწავლეების
ინფორმაციით, მოზარდებმა იჩხუბეს, რაც კატეგორიულად უარყო სკოლის
ადმინისტრაციამ.
მასალის გამოყენების პირობები