წყალტუბოს მუნიციპალიტეტში აზიურ ფაროსანასთან საბრძოლველად
საორგანიზაციო შტაბი შეიქმნა.
შტაბში მავნე მწერის გასანადგურებლად კონკრეტული ღონისძიებები
დაიგეგმება. ასევე, ფაროსანასთან ბრძოლის ინსტრუქციას გააცნობენ
მოსახლეობას. წყალტუბოს მერიის ინფორმაცით, მუნიციპალიტეტში მუდმივ
რეჟიმში იმუშავებს 6-7 სპეც-ტექნიკა. ტყეებისა და სავარგულების
შეწამვლისთვის გამოყენებული იქნება ბიფერდრინის ჯგუფის პრეპარატები,
რომელიც არ გამოიყენება სახლის პირობებში.
ფაროსანასთან ბრძოლა სახლის პირობებში შესაძლებელია ფოლგის ქაღალდით
შეფუთულ ჯამში საპნიანი წლის ჩასხმითა და სინათლის წყაროთი
უზრუნველყოფით.
პრეპარტების ხსნარიანი ზეწრის გაფენა კი საკმარისია ეზოგარემოს
მოშორებით 250 მეტრზე, რომელიც რამდენიმე ოჯახს ფაროსანასთნ
საბრძოლველად 2 კვირის მანძილზე ყოფნის.
აზიური ფაროსანა აპრილში იღვიძებს. ის ანადგურებს 300-მდე მცენარეულ
კულტურას. განსაკუთრებით კი აზიანებს ხეხილს.
მასალის გამოყენების პირობები