ქუთაისის მერიაში 2017 წელს ქალაქში 2037 ძირი
ხის მოჭრაზე პასუხისმგებლობას არ იღებენ.
მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, ზვიად ჯავახია ამბობს, რომ
ქალაქის მერის, გიორგი ჭიღვარიას ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ,
ქალაქში არც ერთი ხის მოჭრაზე არ გაცემულა ნებართვა. მანამდე კი რა
ხდებოდა არ იცის.
"2018 წლიდან ჩვენი სამსახურს ხის მოჭრაზე ნებართვა არ გაუცია.
მანამდე არ ვიცი რა ხდებოდა. ქუთაისის მერად გიორგი ჭიღავრიას არჩევის
შემდეგ კი არც ერთი ხის მოჭრაზე გადაწყვეტილება არ მიღებულა და
სამომავლოდაც არ უნდა ჰქოდეს ვინმეს ამის იმედი. ქალაქის მერმა
არაერთხელ გააჟღერა, რომ მწვანე საფარი და ეკოლოგია ჩვენთვის ერთ-ერთი
უმთავრესი პრიორიტეტია", - განაცხადა ზვიად ჯავახიამ.
ზედამხედველობის სამსახურის უფროსი არც ოპოზიციური პარტიის მიერ
გაჟღერებულ ამ ციფრებს ენდობა.
"ეს მონაცემები არ ვიცი საიდან არის აღებული. დაეკითხეთ მათ, ვინც
გაავრცელა", - ამბობს ზვიად ჯავხია.
ქუთაისში გასულ წელს მერიის ნებართვით მოჭრილი ხეების რაოდენობა
2017 წლის ბიუჯეტის
შესრულების ანგარიშშია მოცემული.
მონაცემები პარტიის ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, გიგა
შუშანიამ გააპროტესტა და განაცხადა, რომ ეკოლოგიურად დაბინძურებულ
ქალაქში ათასობით ძირი ხის მოჭრა დანაშაულია.
ამავე თემაზე:
„ეკოლოგიურად დაბინძურებულ ქალაქში ქუთაისის
მერია ათასობით ხეს ჭრის“ - „ნაციონალური
მოძრაობა“
მასალის გამოყენების პირობები