ხარაგაული-რიკოთის გზაზე ავარიის შედეგად გაჩენილი ხანძრის ჩაქრობას
სამაშველო ბრიგადები ამ დრომდე ცდილობენ.
როგორც "ქუთაისიპოსტს" სახანძრო-სამაშველო სამსახურში განუმარტეს,
ადგილზე მობილიზებულია 6 სამაშველო ბრიგადა ყველა საჭირო
აჭღურვილობით. თუმცა, ხანძრის ჩაქრობა ჯერჯერობით ვერ
ხერხდება.
არსებობს, თუ არა ხანძრის გავრცელების საფრთხე, ამაზე დაზუსტებულ
ინფორმაციას სამაშველო სამსახურში არ ფლობენ.
ხარაგაული-რიკოთის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად
სატვირთო ავტომობილის მძროლი დაიღუპა. სატვირთო ავტომობილს ავარიის
შედეგად ცეცხლი გაუჩნდა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით მომხდარზე
გამოძიება სსკ 276 მუხლის მე - 5 ნაწილით მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები