ხარაგაული-რიკოთის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად
სატვირთო ავტომობილის მძღოლი დაიღუპა.
სატვირთო ავტომობილს ავარიის შედეგად ცეცხლი გაუჩნდა.
სახანძრო - სამაშველო
სამსახურის პრესსამსახურის წარმომადგენელი მიშა ფეიქრიშვილი
აცხადებს, რომ შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია 6 სახანძრო-სამაშველო
ბრიგადა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით მომხდარზე
გამოძიება სსკ 276 მუხლის მე - 5 ნაწილით მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები